გათბობა, კონდენცირება, ვენტილაციის ინჟინერი
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
- სრული საბანკო ქსელის უზრუნველყოფა გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების გამართული მუშაობით;
- სრული საბანკო ქსელის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
- ბანკის დავალების შესაბამისად გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პროექტების შექმნა/შედგენა;
- ბანკის ექსპლოატაციის ჯგუფის, საინჟინრო ჯგუფის და ბანკის მომსახურე კომპანიის ტექნიკური კუთხით მხარდაჭერა, ბანკის სავენტილაციო ქსელის გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის;
- გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პრიექტანტისათვის ტექნიკური დავალების მიცემა და პროექტის მიღება;
- ბანკის მიერ მიღებული სატენდერო შემოთავაზების, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ნაწილის, დამუშავება პროექტთან შესაბამისობის მიზნით;
- ბანკის ახალი ფილიელების (სერვის ცენტრების) ან ძველი ფილიელების რეაბილიტაციის მიზნით ახლადდამონტაჟებული გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების პროექტთან შესაბამისობის (თანხვედრის) დადგენა;
- ბანკის მთლიანი ქსელის გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების და დანადგარების გეგმიური სერვისის დროს სრული ტექნიკური მხარდაჭერა. ვენდორების შემთხვევაში მათი კონტროლი და მონიტორინგი;
- ბანკის შესაბამისი სამსახურის მიერ გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების ან მათი ნაწილების შესყიდვის პროცესში ჩართულობა და შესაბამის სამსახურთან მჭიდრო კოორდინაცია;
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
- HVAC (გათბობა, კონდენცირება, ვენტილაცია) სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კარგი ცოდნა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
Looking to hire a handyman in Georgia, US?
Tell us what you need and receive replies from available professionals.
Interested in this role?