ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში წარმოქმნილი მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების დროული აღმოფხვრა, ობიექტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მცირე სარემონტო სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა და შესრულება.
- ორგანიზაციის ფილიალებსა და სათავო ოფისში არსებული მცირე ტექნიკური და საექსპლუატაციო ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
- კარის საკეტების შეცვლა/შეკეთება;
- ნათურებისა და განათების საშუალებების შეცვლა;
- უჯრებისა და ავეჯის საკეტების შეცვლა;
- ლამინირებული იატაკის დაზიანებული ნაწილის შეცვლა;
- სამღებრო სამუშაოების შესრულება;
- სხვა მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების განხორციელება;
- გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შეფასება და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;
- მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, აღრიცხვა და შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოება;
- სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და ინვენტარის განსაზღვრა;
- ფილიალებსა და სათავო ოფისში ყოველდღიური გადაადგილება ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ორგანიზაციაში მოქმედი წესებისა და პროცედურების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი ტექნიკური და საექსპლუატაციო დავალებების შესრულება.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
- მცირე ტექნიკური ან სარემონტო სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
- ხელსაქმისა და მცირე ტექნიკური/სარემონტო სამუშაოების შესრულების პრაქტიკული უნარები;
- მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და აღრიცხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
- ელექტრიკოსის დამადასტურებელი მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
Looking to hire a handyman in Georgia, US?
Tell us what you need and receive replies from available professionals.
Interested in this role?