არქივის დამხმარე თანამშრომელი - დროებითი ხელშეკრულება
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
- არქივის (ჯიქიას,ცაიშის ოფისი) სამუშაო სივრცეში ყუთების/დოკუმენტების გადაადგილება;
- არქივში მიღებული დოკუმენტების ჩანთების /ყუთების დახარისხება,შეკვრების თაროზე დაწყობა;
- ს.ს დასტას რექორდს მენეჯმენტის ოფისში თიბისი ბანკის არქივისთვის გამოყოფილი ყუთების გადაწყობა/დალუქვა;
- არქივში თაროზე განთავსებული ბაინდერების ყუთებში ჩაწყობა/ ბაინდერების ყუთებიდან ამოლაგება და თაროზე განლაგება;
- დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
- ხელმძღვანელისაგან მიღებული ლეგიტიმური დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების/შეფერხებების შესახებ ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტრული ერთეულების დროული ინფორმირება;
- დეტალებზე ფოკუსირება
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
- სისხარტე
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
Interested in this role?